საიტის მენიუ
მთავარი კონკურსი ! რუსთავი 2 იმედი პირველი არხი თხოვნები ადმინთან კონტაქტი
მინი ჩატი
ავტომატური განახლება ყოველ


დარჩა: 500 სიმბოლო
გასაგზავნად დააჭირეთ Ctrl + Enter
გამოკითხვა
Where are you from ?
(სულ პასუხები: 15)
შესვლის ფორმა
ხუთშაბათი, 2024-12-05, 6:22 AM
მოგესალმები საიტის სტუმარი

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » ფეხბურთელებზე

ნეიმარი - ”კოდალა”
”ვუდი ვუდპეკერი” მულტფილმია, რომლის მთავარი
გმირიც, სასაცილო კოდალა ვუდი, რეაქტიული
სისწრაფით დაქრის და რეაქტიული სისწრაფითვე ჩიჩქნის ხეებს ნისკარტით.
და არა მარტო ხეებს ნეიმარი და სილვა სანტოს ჯუნიორი ფეხბურთელია,
ძალიან კარგი ფეხბურთელი, რომელიც მაგრად ჰგავს ვუდი ვუდპეკერს - გარეგნობითაც და სისწრაფითაც.
ის დაქრის და გზად ყველას და ყველაფერს კორტნის.
 ნეიმარი შარშან უკვე გამოჩნდა საერთაშორისო ხარისხში და უკვე იმდენი მოიხერხა,
რომ მასზე მსოფლიოს საუკეთესო, ყველაზე დიდფულოვანი კლუბები თითქმის
ჩხუბობენ. ამ წუთისთვის ამ ჩხუბში ლონდონის ”ჩელსი” ლიდერობს.
რომანის ”არისტოკრატია” ჯერ კიდევ გასულ სეზონში იხდიდა 19 მილიონ გირვანქას, თუმცა
არაფერი გამოუვიდათ და დღეს უკვე 25-ზეც ყაბულსაა.
ამბობენ, რომ აბრამოვიჩის მთავარი შეკვეთა
სწორედ ეს ბრაზილიელი ბიჭია და უკან არაფერზე დაიხევს.
დაიხევს კი არა, მზადაა, პირადადაც შეხვდეს.
 ნეიმარზე კი უკვე ამბობენ, რომ ბრაზილიაში ახალი პელე დაიბადა.
თავად პელეს თქმით, ეს ბიჭი მასზე მაგარი გაიზრდება. პელე ჯერ ვერა, მაგრამ
ნეიმარმა ”სანტოსში” უკვე დაჩრდილა კიდევ ერთი კერპი, რობინიო.
ამ საუბრებს პირველად ”ვესტ ჰემში” მიაქციეს ყურადღება და ნეიმარის შესაძენად 12 მილიონიც გამოყვეს.
მერე რიგიც დადგა: ”ფეიენოორდი” , ”მანჩესტერ იუნაიტედი” , ”ინტერი” , ზემოხსენიებული ”ჩელსი” , ”იუვენტუსი” , მადრიდის ”რეალი” და ”ბარსელონა”. თუმცა ის ჯერაც ”სანტოსშია”. როგორც ჩანს, იქ იციან, რომ 19 წლის ფორვარდი კიდევ მოუმატებს და შესაბამისად, მოიმატებს მისი ფასიც.
 მართალიცაა. ნეიმარი ყოველ მომდევნო თამაშში იზრდება. გაზაფხულზე ახალგაზრდულ ”კოპა ამერიკაზე” იფრინა და ტიტულები მოხიკა. ნელ-ნელა ეროვნულ გუნდშიც უკონკურენტო ხდება. ბურთი მისი მორჩილია - უკეთებს იმას, რაც გაუხარდება. ორფეხაა, რაც 21-ე საუკუნეში განსაკუთრებით დასაფასებელია. ხანდახან გუნდური ინტერესი ეწირება, თუმცა, სულ რამდენიმე წუთში ყველანაირი ინტერესი წესრიგდება - ან თვითონ იტანს, ან სხვას ატანინებს. ორ -სამ კაცს უპრობლემოდ იშორებს და თუ აკრიფა, ცელი თუ არ გამოუსვი, გამორიცხულია, გააჩერო. თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება რონალდოს და რომარიოს ჰიბრიდი მივიღოთ. არ ხართ თანახმა? არ გაინტერესებთ ეს კოქტეილი?
 ერთადერთი, რამაც ამ ამბავს შეიძლება ხელი შეუშალოს, ნეიმარის ხასიათია. ჯერჯერობით, სერიოზული არაფერი მომხდარა, თუმცა ბრაზილიური ჭორების თანახმად, ”ახალი პელე” მწვრთნელებს ხშირად უშლის ნერვებს და ცოტა თავშიც აქვს ავარდნილი. მაგრამ ეგ არაფერი, როგორც კი ნისკარტს წაიტეხავს, ნეიმარ ვუდპეკერი მიწაზე დაეშვება. ეს კი, სავარაუდოდ, ევროპაში მოხდება.






წყარო: http://Jhurnali Atiani
კატეგორია: ფეხბურთელებზე | დაამატა: WooDpEkEr (2011-12-15) | ავტორი: davit kovziridze E
ნანახია: 2268 | რეიტინგი: 9.2/6
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ვიდეოს რაოდენობა
სულ ვიდეოებია: 261

საიტის მეგობრები
შენი ლინკი შენი ლინკი შენი ლინკი
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0